ამირან სანაია
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ამირან სანაია | ||
დაბადების თარიღი | 3 სექტემბერი, 1989 | ||
დაბადების ადგილი | სოხუმი, საქართველო | ||
სიმაღლე | 181 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მარცხენა მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2005–2008 | ზესტაფონი | 1 | (0) |
2008–2010 | ლე-მანი | 0 | (0) |
2011–2012 | ბასტია | 18 | (0) |
2013–2014 | ლიუზნაკი | 28 | (1) |
2014–2016 | პარიზი | 3 | (0) |
2016–2017 | ლერბიე | 8 | (0) |
2017– | როდეზი | 10 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2005 | საქართველო 17 | 2 | (0) |
2006–2007 | საქართველო 19 | 4 | (0) |
2008–2010 | საქართველო 21 | 6 | (0) |
2007– | საქართველო | 7 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 7 ნოემბერი, 2017 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 19 აპრილი, 2017 |
ამირან სანაია (დ. 3 სექტემბერი, 1989, სოხუმი) — ქართველი ფეხბურთელი, მარცხენა მცველი.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამირან სანაიამ საფეხბურთო კარიერა „ზესტაფონში“ დაიწყო. საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებში თამაშის შემდეგ მისით უცხოური კლუბები დაინტერესდნენ. ერთ-ერთი იყო ფრანგული „ლე-მანი“. 2007 წელს, „ზესტაფონის“ მთავარ შემადგენლობაში თამაშს შემდეგ ამირანი საფრანგეთში გადავიდა, „ლე-მანის“ შემდეგ იყო „ბასტიაში“, 2013–2014 წლებში „ლიუზნაკის“ რიგებში თამაშობდა. 2017 წლიდან საფრანგეთის მესამე ლიგის საფეხბურთო კლუბ „როდეზის“ ღირსებას იცავს.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამირან სანაიამ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში 2008 წლიდან დაიწყო, ექვსი თამაში ჩაატარა. ხოლო ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2007 წლის შემოდგომაზე ჰქონდა ყატარის წინააღმდეგ, რომელიც ქართველმა ფეხბურთელებმა 2–1 მოიგეს. შემდეგ იყო მატჩი პორტუგალიელებთან და 2009 წლის ზაფხულში კუპერმა კვლავ იხმო ნაკრებში.
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლიგა 2 ჩემპიონი:2011/2012
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ამირან სანაია — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი ლიუზნაკის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2014-08-19 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)